საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მედიცინის ქართულენოვანი პროგრამის მოწინავე სტიპენდიანტები

 

II კურსი

სახელი, გვარი: სოფო გეგელაშვილი

GPA: 3.96

 

"2 წლის წინ, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გავხდი, ერთგვარი სიამაყისა და პასუხისმგებლობის გრძნობა დამეუფლა, ვინაიდან მარტივი საქმე არაა რეგიონში არსებულ საუკეთესო უნივერსიტეტში თავის დამკვიდრება. მართალია სწავლა რთულია, განსაკუთრებით კი მედიცინის ფაკულტეტზე, თუმცა პროფესიონალი ლექტორები და პედაგოგები ძალ-ღონეს არ იშურებენ ჩვენთვის საუკეთესო განათლების მოსაცემად, რაც ძალიან დიდი სტიმულია სტუდენტებისთვის."

სახელი, გვარი: მარიამ სოსელია 

GPA: 3.92

 

"იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი, ნიშნავს, გქონდეს შესაძლებლობა განვითარდე და ჩამოყალიბდე პროფესიონალ ექიმად, იზრუნო ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. უნივერსიტეტის მაღალკონკურენტული გარემო, კვალიფიციური აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი გიქმნის მოტივაციას დაუღალავი შრომისა, რაც შენი წარმატების უპირობო გარანტია. მართლაც, როგორც ივანე ჯავახიშვილი იტყოდა: ,,სულ სხვაა უნივერსიტეტი, აქ მეცნიერება მთელი თავისი მრავალმხრივობითა და მრავალფეროვნებით სუფევს"

სახელი, გვარი: ალექსი შოგირაძე

GPA: 3.88

 

"როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გავხდი სიამაყის გრძობა დამეუფლა, რადგან ქვეყნის პირველ უნივერსიტეტში მომიწევდა სწავლა. ის მოლოდინი, რაც უნივერსიტეტში მოსვლამდე მქონდა, ყოველდღიურად მართლდება. არ შემიძლია არ აღვნიშნო პედაგოგების პროფესიონალიზმი. თითოეული მათგანი ცდილობს მაქსიმალურად გაუზიაროს სტუდენტს ის ცოდნა და გამოცდილება, რაც მას აქვს."

   

 

III კურსი

სახელი, გვარი: ვიქტორია ბიკოვა

GPA: 4.0

 

"თსუს მედიცინის ფაკულტეტზე სწავლის დონემ ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა, რაშიც დიდი წვლილი ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს მიუძღვის."

სახელი, გვარი: რატი ტყეშელაშვილი

GPA: 3.95

 

"თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ყველა პირობაა

შექმნილი იმისთვის რათა სტუდენტმა სათანადო, ევროპული სტანდარტების

შესაბამისი განათლება მიიღოს. რისთვისაც დიდი მადლობა ფაკულტეტის აკედემიურ პერსონალს, დეკანს- ბატონ დიმიტრი კორძაიას და ფაკულტეტის დეკანატში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს."

სახელი, გვარი: პინილოპა სავიდი

GPA: 3.93

 

"არასოდეს დამავიწყდება პირველი დღე, როდესაც პირველად შემოვდგი ფეხი ამ უნივერსიტეტში. პირველი დღის მღელვარება და შფოთვა, სრულიად გადაფარა თბილმა და მეგობრულმა გარემომ, რომელიც აქ დამხვდა. აქ გავიცანი ჩემი კურსელები, რომლებიც დღეს ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილი არიან. ლექტორები რომლებმაც პროფესიულ განათლებასთან ერთად, თავიანთი გამოცდილებები გაგვიზიარეს. აწ უკვე 3 წლის მიწურულს, რომელიც ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში გავატარე, შემიძლია ვთქვა რომ აქ მიღებული განათლება და გამოცდილება, არის საძირკველი, რომლის მხრებზეც თითოეული ჩვენთაგანის პროფესიული კარიერა თუ აკადემიური წინსვლა დგას. დარწმუნებული ვარ, თსუ-ს სტუდენტთა დიდი უმრავლესობა, მათ შორის მეც, დიდი სიამაყით ვამბობთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დიდი ოჯახის წევრები ვართ."

   

 

IV კურსი

სახელი, გვარი: ნუნუ თედიაშვილი

GPA: 3.9

 

"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და სასიხარულოა, რომ ვსწავლობ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აქ გვასწავლიან მაღალკვალიფიციური კადრები, ქვეყნის წამყვანი სპეციალისტები, როგორც უშუალოდ სტომატოლოგიის, ისე სამედიცინო სფეროს სხვა მიმართულებებში. გარდა თეორიული სწავლებისა, ჩვენ ამ უნივერსიტეტში, ძალიან მაღალ დონეზე ვიღებთ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს უნივერსიტეტის კლინიკურ ბაზებზე."

სახელი, გვარი: ანა ღვინიაშვილი

GPA: 3.68

 

"მე ძალიან მეამაყება, რომ ვარ თსუ-ს სტუდენტი."

სახელი, გვარი: გვანცა გამცემლიძე

 

"ვამაყობ, რომ ვარ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი, ის მიქმნის მყუდრო და სასარგებლო სასწავლო გარემოს, ჩემი პროფესიული მიზნების განხორციელებაში."

   

 

V კურსი

სახელი, გვარი: ბარბარე უგულავა

GPA: 3.87

 

"როგორც ბევრს ჩემს კოლეგას, უტყუარია, მეც ბავშვობიდან მქონდა ამოუხსნელი მიზიდულობა მედიცინის სფეროს მიმართ. მთელი გულით მინდოდა მისი ზემოქმედების ქვეშ მოვქცეულიყავი და საკუთარ თავზე გამომეცადა მისი უზარმაზარი ძალა.  გავაცნობიერე, რომ მხოლოდ მას შემდგომ შევძლებდი სხვების დახმარებას, როდესაც საკუთარ თავზე გავიმარჯვებდი. 2016 წლიდან მოყოლებული ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი დავგეგმე, რომლის წინამძღოლადაც პირველ ადგილას, ჩემს რჩეულად ავირჩიე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.  იმ ეტაპიდან მოყოლებული ჩემი გადაწყვეტილება ყოველდღიურად უფრო და უფრო  მტკიცდებოდა და საბოლოოდ მოვედი იქ სადაც ახლა ვიმყოფები- “ბუმბერაზი პროფესორების ედემში”. თსუში ვიგრძენი საოცარი მეგობრული გარემო, სითბო, სიყვარული და რაც მთავარია საკუთარი თავის გაზრდისათვის საჭირო “ინგრედიენტები” პროფესიული თუ ინდივიდუალური კუთხით განვითარებისათვის. თსუს მედიცინის ფაკულტეტი იქცა ჩემს მეორე სახლად, სადაც გატარებული დღეები წარუშლელ კვალს  დატოვებენ “ჩემს ისტორიაში”. ვთვლი, რომ მე გავიმარჯვე და ჩემი არჩევანი არყოფილა მცდარი."

სახელი, გვარი: ილია დარსაველიძე

GPA: 3.6

 

"მე ვამაყობ ჩემი უნივერსიტეტით; თსუ-ში მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით, აქაური პროფესორ-მასწავლებლებით, რომლებიც დაუღალავად იღწვიან, რათა ჩამოვყალებდეთ ღირსეულ, წარმატებულ ექიმებად, რომლებიც დღედაღამ იდგებიან ხალხის ჯანმრთელობის სადარაჯოზე"

 

 

VI კურსი

სახელი, გვარი: სუბჰან მამედოვი

GPA: 3.96

 

"მინდა გულწრფელი  მადლობა გადავუხადო თსუ-ს, დაწყებული ადმინისტრაციით დამთავრებული ლექტორებით და სტუდენტებით. იმიტომ რომ, მე როგორც ეროვნებით არაქართველი არასდროს არ მიგრძვნია თავი უცხოდ, პირიქით პატივს მცემდა ყველა და ამის საფუძველზე შევძელი უმაღლესი ხარისხის განათლების მიღება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ თბილი გარემოსთვის."

სახელი, გვარი: ანა დემურაშვილი

GPA: 3.69

 

"ჩემთვის დიდი სიამაყეა და ამავდროულად პატივი, ვიყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი. რომლის კედლებშიც საუკუნეზე მეტია, რაც მეცნიერების დიდი კორიფეები და საამაყო ქართველები იზრდებიან. უნივერსიტეტში ექვსწლიანი სწავლის განმავლობაში თსუ-ს ა. ნათიშვილის სახელობის ინსტიტუტში ბევრი გამოჩენილი ლექტორი გავიცანი, რომლებმაც კიდევ უფრო მეტად გააღვივეს ჩემში მედიცინისადმი სიყვარული."

სახელი, გვარი: სოფიო დოხტურიშვილი

GPA: 3.67

 

"თსუ ჩემთვის არის ის ადგილი, სადაც მაქვს შესაძლებლობა ოცნება ვაქციო მიზნად, მიზანი კი რეალობად!"

სახელი, გვარი: დავითი ჯიბღაშვილი 

GPA: 3.59

 

"ძალიან მოხარული ვარ, რომ მომიწია, ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტად ყოფნა. წარუშლელი კვალივით გამყვება მთელი ცხოვრება, ა.ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტში, მიღებული საბაზისო და კლინიკური უნარ-ჩვევები. რაც მთავარია, სწავლის გაგრძელებისა და გაღრმავების სურვილი მეტად გიღვივდება, როდესაც ასეთი დიდი კორიფეების მოწაფეობა გიწევს. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ყველაფრისათვის თსუ-ს ლექტორებსა და დეკანატში მომუშავე პირებს!"